|
2019-08-16 16:39:59, 1450 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია
ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, ივლისში, წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ყველაზე მეტად მხარდაჭერა სწორედ ამ სექტორს სჭირდება და ბუნებრივია მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სრული სიმართლე. როდესაც შენს მოქალაქეს აქვს პრობლემა, იმით კი არ უნდა იყო დაკავებული, პოლიტიკური ქულები დაიწერო ამაზე, არამედ უნდა წარმოადგინო კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები, როგორ დაუჭირო მხარი მოქალაქეებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას გეგმავს. „ჩვენ გვაქვს მომზადებული ორი პროგრამა, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს აისახა აჭარაზე. პირველი პროგრამა გულისხმობს იმ პროექტების - სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარეობდა და ამ პრობლემის გამო არსებობს რისკი, რომ შეჩერდეს. ეს მიუღებელია. არც ერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს საშუალებას, ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და ისინი არ შეჩერდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პროგრამაც, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას. უკვე სექტემბერში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მცირე და საშუალო მეწარმეებთან და სწორედ მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ პროგრამებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)