|
2019-08-16 12:44:59, 1593 ნახვა
სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძის ოჯახი მისი შეწყალების თხოვნით, ამჯერად, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბრალდებულის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განმარტებით, შეწყალების მოთხოვნის მთავარი მოტივი ბრალდებულის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. „დღევანდელი შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. 6 თვეზე მეტია, რაც ის მარჯვენა კიდურებ გაჩერებულია, მარჯვენა მხარის ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის კონსულტაციის შემდგომ, რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება. პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში, ელემენტარული პირობებიც კი არ არის რომ, მინიმუმ, მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზი გიორგი მამალაძე და, ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, დეკანოზი გიორგი მამალაძის შესაწყალებლად“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)