|
2015-07-09 13:54:39, 1985 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუიციდის აღმოფხვრა შეუძლებელია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევის შემცირების მიზნით ფსიქოლოგები მუშაობენ, თუმცა მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია. ამის შესახებ მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, სუიციდი მსოფლიოს სერიოზული გამოწვევაა. „ჩვენს სისტემაში შარშან სუიციდის 7 ფაქტი იყო. ერთით მეტი ვიდრე წინა წელს. ჩვენთან მუშაობს სუცისიდის პრევენციის პროგრამა. ჩართულები არიან ფსიქიატრები და ფსიქოლოგები. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სუიციდის ნიშნული დაბალ მაჩვებელზე დავწიოთ, მაგრამ ის რომ ჩვენ შევძლოთ ამის აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია.რადგან ეს არის დღევანდელი მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა. ჩვენმა თანამშრომელმა პრობაციის თბილისის ბიუროს უფროსმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას არაფერი აკლდა, სამსახურიც ჰქონდა, ოჯახიც ჰყავდა. ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი... ამას ვერავინ ვერ გათვლის“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)