05:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 11:38:05, 1952 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო  ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნულიკომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არისფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უწყებათაშორისი თანამშრომლობისმუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა. კომიტეტი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა დაკერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენს.

,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნულიკომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირებისსისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული კომიტეტისშემადგენლობაში შედიან, როგორც კერძო სექტორის ასევე, სახელმწიფო უწყებებისწარმომადგენლები. მუშაობის პროცესში, კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს დაგანსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რათა, მაქსიმალურად გამარტივდესსაერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები", - განაცხადა ფინანსთამინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებითგათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების მდგომარეობა, ახალი საბაჟოკანონმდებლობა და უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვისშესახებ საკითხები.

ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკოორდინაცია, საერთაშორისო ვაჭრობის მოქნილი, მოდერნიზებული სისტემისმხარდასაჭერად საქონლის საზღვარზე გადაადგილებაში ჩართულ სამთავრობო დაარასამთავრობო ორგანიზაციების შორის მდგრადი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციადა ძალისხმევის მობილიზება.

 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics