|
2015-07-09 13:52:51, 2001 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება გვაქვს
სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება ხდება. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საია-ს დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე მკაცრი რეაგირება არ ხდება. „ჩვენ სისტემაში საკმაოდ მკაცრად ვრეაგირებთ არასათანადო მოპყრობაზე, თუკი ასეთ დაფიქსირდება. მე ამ დოკუმენტს არ ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაწესებულების ერთ-ერთი დირექტორი პასუხისგებაში მივეცით, იმიტომ, რომ მას გაეპარა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა პატიმარზე იძალადა. იმ ადამიანმა მოიხადა თავისის სასჯელი. ასევე უმკაცრესი რეაგირება ხდება ჩვენი მხრიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე, თუკი ასეთი ფიქსირდება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)