09:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 23:13:32, 1017 ნახვა

საზოგადოება
სეს სურსათში აკრძალული საღებავების გამოყენებას საკითხზე დამატებით კვლევებს ჩაატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში გავრცელებულ 6 დასახელების სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების გამოყენებას ეხება, გადამოწმების მიზნით, დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს აქტიურად ახორციელებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება - პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics