16:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 18:56:30, 1291 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკის საელჩო გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ს საელჩო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics