09:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 17:44:20, 992 ნახვა

საზოგადოება
კონსორციუმის დირექტორი: „კონტი ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭო გასული წლის დეკემბერში დატოვა და ისინი მხოლოდ აქციონერების სახით რჩებოდნენ.

მისი შეფასებით, ფაქტი სასიამოვნო არ არის, თუმცა ანაკლიის პორტის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს.

„კონტი ჯგუფს“ ჰქონდა ძალიან პასიური როლი ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, რჩებოდნენ მხოლოდ როგორც აქციონერები. მათ გასვლაზე საუბარი გარკვეული პერიოდი უკვე მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, რამაც შეიძლება, კრიტიკულად დააზიანოს პროექტი. პროექტს ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი – SSA Marine. ოპერატორი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ასევე ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში. ეს არის მთავარი“, – განაცხადა კონსორციუმის დირექტორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics