|
2019-08-15 16:13:21, 1082 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის პროექტზე რამე კავშირის ხელოვნური ძიება არასერიოზულია
მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან თუ სწორად მახსოვს, 2012 წელს თავად საუბრობდა ამ გზის მშენებლობაზე, - ასე უპასუხა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტზე გუშინ გამოქვეყნებული faceebook-პოსტის შესახებ. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტი მიმართულია, პირველ რიგში, რეგიონის განვითარებაზე. „ამ პროექტით ვცდილობთ წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას, ვგულისხმობ შეფერხებულ საგზაო მოძრაობას და უბედური შემთხვევების სტატისტიკას. შეგახსენებთ, ამ გზაზე დევდორაკის სტიქია გვქონდა და იქაც აშენდა 1,7 კმ-იანი გვირაბი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ უკვე მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აღარავინ დაიღუპოს და პირიქით, უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე მსგავსი ადგილები მრავლად გვაქვს და ვისურვებდი, რომ გვქონოდეს შესაძლებლობა, რომ ყველგან ის საჭირო ინფრასტრუქტურული გავაკეთოთ, რაც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებ, გადაადგილებას კი დაუბრკოლებელს და კომფორტულს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)