|
2019-08-15 15:48:49, 1157 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე სამთავრობო ცვლილებებზე: არ მგონია ივანიშვილმა მეორეჯერ ლომის ხახაში შეყოს თავი
ბიძინა ივანიშვილის კომფორტი ისაა, ისე მართოს ქვეყანა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აიღოს - ასე უპასუხა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ კითხვას იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ისევ პრემიერის პოსტზე ხილვა. გოცირიძის შეფასებით, საზოგადოების ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ და, პირადად, ივანიშვილისამდე უკვე ნულამდე დავიდა. „ამაზე დამყოლ და ამაზე ჭანჭიკა ადამიანებს ქართულ სამშენებლო თუ საბანკო სექტორში როგორ მოძებნის, გასაკვირია. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია ეს არჩევნები მისთვის, ვინაიდან ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ და, პირადად, ივანიშვილისამდე უკვე ნულამდე დავიდა. ბიძინა ივანიშვილის კომფორტი ისაა, ისე მართოს ქვეყანა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აიღოს. ამიტომ, ის ერთხელ გაიქცა და მშვენივრად გრძნობს თავს და არამგონია, რომ მეორეჯერ მან ლომის ხახაში გაყოს თავი. თუმცა, პასუხისმგებლობა ისედაც მასზეა დაკისრებული, ამიტომ ის ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც 7 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)