09:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 15:43:15, 864 ნახვა

საზოგადოება
ბახტაძე - აუცილებლად ჩამოდით მუცოში, აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს

ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება.

რაც შეეხება მუცოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართუს“ დახმარებით უკვე 16 კოშკი აღდგენილია.

„ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ  აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც შეგვინარჩუნეთ ჩვენ ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები. მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაწყებულია, უმოკლეს ვადებში დასრულდება.

„ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში, თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რათა 4 სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და განავითაროთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ. თქვენს ულამაზეს კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ ამ ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics