05:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 15:17:09, 1776 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი: ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები ადვილი დასანახია

მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას და სამზადისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი აფასებს. მისი განცხადებით, ფედერაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე იყო ლოგიკური, რადგან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები.

 „უკვე რამდენიმე წელია, შესარჩევ კონკურსში ვარ ჩართული და ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ამ მხარეში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ „მთის განვითარების კომპანიასა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან, რათა ყველა მიმართულება გაგვეხადა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წელიწადში 14 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა აქ და რადგან კარგად ვიცი, რამხელა სითბოს და მეგობრობას ვგრძნობდი საქართველოში თითოეული ადამიანისგან  და რამდენად კარგი სამუშაო გარემოა აქ, როდესაც ეს სპორტსმენები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, დარწმუნებული ვარ, იმავე შთაბეჭდილებებს წაიღებენ", - განაცხადა ჯოზეფ ფიდჯერალდმა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორმა განსაკუთრებული  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს  გაწეული შრომისთვის. „ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას მომდევნო წლებში, ხოლო 2023 წელს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას" - აღნიშნა ფიდჯერალდმა.

 დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასას ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics