|
2019-08-13 10:55:36, 3343 ნახვა
მსოფლიო
აშშ დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივების და „მწვანე ბარათის“ მიღების წესებს ამკაცრებს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“) მიღების პირობები გაამკაცრა. BBC-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში 15 ოქტომბერს შევა. ახალი კანონი შეეხება მიგრანტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებას იღებენ - სურსათისა თუ საზოგადოებრივი საცხოვრებლის სახით. მიგრანტების განცხადება ვიზისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის შესახებ უარყოფილი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ისინი მომავალშიც სახელმწიფო დახმარებაზე იქნებიან დაყრდნობილნი. მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ახალი კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის: „ისინი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“ რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქალაქეობის არმქონე 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)