20:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 14:45:48, 1307 ნახვა

ეკონომიკა
რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი „ზედაზენის“ ფოტოთი პასუხობს

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ ამ ფოტოს შემდეგ, აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორც “რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, და ასევე საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათი სს “ქართული ლუდის კომპანიის მიერ” ჩამოსხმული ლიმონათი “ზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია.

აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ცდილობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მოახდინოს და უკრაინელები საქართველოში დასვენებით დააინტერესოს. ავიაკომპანია, ხშირად, სოციალური ქსელებით ქართული კულინარიის პროპაგანდასაც ეწევა.

ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YanAir Airlines-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტ “ბორისპოლიდან“, ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს.

“უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics