03:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 12:04:40, 1303 ნახვა

სამართალი
გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მისი შეფარდების დადასტურებული ვარაუდის სტანდარტი, ამ საქმეში, არ არსებობს.

„სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება, უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და, სინამდვილეში, არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო, მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში. მომავალშიც, რამდენჯერაც დაგვიძახებენ, ყველგან აუცილებლად მივალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობას - ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს. უბრალოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს ის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვისაა აუცილებელი და, სწორედ ამიტომ, უკანონოდ მიგვაჩნია აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მის მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი2"- ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას  40 ათასი ლარის გირაო  შეეფარდა და საქართველოდან გასვლა აეკრძალა. მას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics