|
2019-08-09 14:09:01, 1264 ნახვა
სამართალი
ოქრუაშვილის ადვოკატი - ხალვაშის ხელმოწერის განმეორებით ექსპერტიზას მოვითხოვთ, ოღონდ საზღვარგარეთ
„ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განმეორებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დოკუმენტზე, რომელიც ოქრუაშვილმა წარმოადგინა, ნამდვილად ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა. „საქმეს მიემატა კიდევ ერთი დასკვნა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ, რომ სადაო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ეხლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ არის ამ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ეს არის დადასტურება თეთრზე შავის. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რათა მოხდეს ობიექტური დასკვნით დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, სადაც იქნება ნდობის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა. ცნობისთვის, ოქრუაშვილის პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაკსვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთნის. კემულარიას შეფასებით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებულია - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)