|
2015-07-08 18:38:52, 788 ნახვა
სამართალი
საია ხელისუფლებას პატიმრის გარდაცვალების საქმის სწრაფად გამოძიებისაკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. საია მიიჩნევს, რომ ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა ინტერესთა კონფლიქტის რისკი სრულად გამოირიცხოს. „გავრცელებული ინფორაციით 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმარს გამომძიებელი შეხვდა. საქმე სსკ 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ყველა სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება. ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა სრულად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის რისკი. ამასთან, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დაუყოვნებლივ უნდა ცნოს გარდაცვლილი პიროვნების ახლო ნათესავი, რათა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება, სიღრმისეულად იყოს ინფორმირებული და ადევნოს თვალი ძიების მიმდინარეობას. ამავე დროს აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა გაატარონ მსგავს ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოების სისტემატური და პროაქტიული ინფორმირების პოლიტიკა. იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა არა დანაშაულს, არამედ თვითმკვლელობას პატიმრის მხრიდან, მნიშვნელოვანია ყველა ასეთი საქმე დეტალურად იქნეს გაანალიზებული და შესწავლილი რათა პასუხი გაეცეს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი ტრაგედიის პრევენცია. საია მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის შეფასება როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე გარე დამკვირვებლების მხრიდან“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)