|
2019-08-08 19:01:36, 1998 ნახვა
მსოფლიო
ორდღიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი მცდელობის შემდეგ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Кыргызстан-ი ავრცელებს. სოფელ კოი ტაშში სპეცრაზმმა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის აყვანა გუშინაც სცადა, თუმცა სპეცოპერაცია ატამბაევის მომხრეებმა ჩაშალეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი სპეცრაზმელი კი, გარდაიცვალა. დღეს, 8 აგვისტოს კოი-ტაშში სპეცოპერაცია განახლდა. პოლიციამ ატამბაევის მომხრეების წინააღმდეგ ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა. თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა სპეცრაზმელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საბოლოოდ, სპეცრაზმმა ყოფილი პრეზიდენტის აყვანა მოახერხა. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, იგი ბიშკეკში, კოლონის თანხლებით გადაიყვანეს. ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა. ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)