15:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 18:47:19, 1161 ნახვა

პოლიტიკა
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის  მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ. ელჩმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და 2008 წლის ომის შედეგებზე ისაუბრა. 

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მიღწეულ უპრეცენდენტო მზარდაჭერას, რაც გამოიხატება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დამტკიცებით, რომელთა შორის აშშ-ის მხრიდან თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე მხარდაჭერის აყვანის გამოხატულებაა რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის 10 წლის თავზე კონგრესში ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი". ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა  და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას.

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქისრა  აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

საელჩოში გამართულ ხსოვნის საღამოზე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თედო რეხვიაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის"  ფარგლებში, აშშ-ში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრებმა აგვისტოს ომის თემაზე ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics