06:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 10:52:22, 918 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მუხათგვერდის ძმაა სასაფლაოზე მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ  თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს  ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერის მოადგილეებმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics