05:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 15:32:05, 933 ნახვა

საზოგადოება
პოლიციამ თბილისში ქურდობის და შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით ხანძრის გაჩენის ფაქტზე, 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თავისი სამუშაო ადგილიდან - ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სახელოსნოში არსებული სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, სახელოსნოში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics