13:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 14:04:21, 1368 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო მინისტრებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმეს

ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს და რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს.

როგორც ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას და ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.

„საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიის შემდეგ 11 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ანექსიას და მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, მას ყირიმი და დონბასი მოჰყვა“, - წერს ლინკევიჩიუსი.

რაც შეეხება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ქვეყნიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

„საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის 11 წლის თავზე მე ვიმეორებ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა დაასრულოს და მისი ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, - წერს ედგარ რინკევიჩი ტვიტერზე.

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს გამოეხმაურა ლატვიას საგარეო საქმეთა სამინისტროც:

„2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ  ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics