|
2019-08-07 12:07:56, 1134 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ჯარისკაცებმა, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება
„იმ ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა 11 წლის წინ, საქართველოს მისცეს შანსი, ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს. როგორც ბოკერიამ განმარტა, რუსეთის ამოცანა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობა იყო. „ამიტომ მათი ხსოვნა არის მოვალეობა ყველა ჩვენგანის და ასევე პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკვე ასწლეულებია გრძელდება, არ დავუშვათ ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის დაკარგვა, რაც არის ჩვენი თავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებს. ეს მომენტი 11 წლის წინ იყო აქტიური ფაზა რუსული აგრესიის, მაგრამ ეს აგრესია ეხლაც გრძელდება, იქამდეც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)