|
2019-08-07 10:38:46, 2322 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს
ესტონეთი არ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოსახლეობას ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ესტონეთი არ ცნობს ამ მხარეებში 2019 წლის 24 აპრილის შემდეგ გაცემულ რუსეთის პასპორტებს, თუ მისი მფლობელი იქამდეც რუსეთის მოქალაქე არ იყო. „აღმოსავლეთ უკრაინის მკვიდრთათვის რუსეთის მოქალაქეობის შეთავაზება უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ დარღვევისა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული არასტაბილური სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მცდელობაა“, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებაში. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა ყველას, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)