05:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 12:01:23, 918 ნახვა

საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების - დვაბზუს, გაღმა დვაბზუს და მელექედურის მოსახლეობისგან იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ. შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო.

„რეგიონებში ინტენსიური შეხვედრების მიზანია,  მოსახლეობამ უშუალოდ მიიღოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე. გურიის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის ისიც, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტებით ისარგებლა არაერთმა ბენეფიციარმა. თუმცა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და სახელმწიფო მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიიღოს სიკეთეები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

მოსახლეობამ საუბნო გზების მოწესრიგებასთან და გაზიფიცირების  საკითხთან ერთად, აგრონომის საჭიროების საკითხი დაასახელა.

შეხვედრას პარლამენტის წევრები,   გურიის მხარის რწმუნებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics