2019-08-05 13:53:56, 1199 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 5 აგვისტოს დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან