07:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 12:35:47, 1127 ნახვა

კომენტარი
კახიძე: საარჩევნო უბნებთან შეკრებილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების პრობლემა მოსაგვარებელია

"ვფიქრობთ, მოსაგვარებელი პრობლემაა საარჩევნო უბნებთან შეკრებილი, ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც მორალურ ტერორში ამყოფებდნენ მათთვის არასასურველ ამომრჩევლებს", - ამის შესახებ  "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კახიძე  მიიჩნევს, რომ საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანაც უნდა დარეგულირდეს, რადგან ბიულეტენისთვის სურათის გადაღებაც ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია.

"ბოლო არჩევნებისას, საარჩევნო უბნებთან ჩვენ ვხედავდით ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფ კრიმინალურ სამყაროს, რომლებიც მორალურ ტერორში ამყოფებდნენ მათთვის არასასურველ ამომრჩევლებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრობლემაა მოსაგვარებელი, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ რადიუსი განისაზღვროს, სადაც შეკრება იქნება უბრალოდ აკრძალული, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად გამოხატონ ნება. ასევე,სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, რომ გარკვეული კონფიგურაციით, ვიღაცას სამკუთხედით, ოთხკუთხედით შემოეხაზათ ბიულეტენი,  ვიღაცას ხელი მოეწერა ბიულეტენზე, ეს საკითხი იქნება პრობლემური. ასევე, მობილური ტელეფონით როცა აიძულებენ სურათი გადაუღონ ბიულეტენს. მობილური ტელეფონის შეტანასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს უბნებზე. ჩვენ გვაქვს რიგი ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს, მაქსიმალურად შეეზღუდოს ყველა ეს დარღვევის მაპროვოცირებელი ინსტრუმენტი", - განაცხადა ოთო კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics