|
2019-08-05 10:56:08, 1796 ნახვა
სამართალი
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ქურდობისთვის ნასამართლევმა დ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის უმწეო მდგომარეობაში მყოფ, უსინათლო მამას - ს.ძ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საწოლიდან გადმოაგდო, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.მ. 2018 წლის 23 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)