04:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 15:21:36, 1376 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. -  – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადადებისას აღნიშნა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი" -აღნიშნა ილია მეორემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics