|
2019-08-03 16:06:35, 2652 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში აქცია მიმდინარეობს - დაკავებულია 350-ზე მეტი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი დააკავა. აღსანიშნავია, რომ სობოლი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის სამართალდამცველებმა საარჩევნო შტაბთან აიყვანეს. მას ბრალი წესრიგის დარღვევასა და აქციის დაგეგმვაში ედება. პოლიცია ადგილზე სეკრებილებს აფრთხილებს, რომ აქცია არასანქცირებულია. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე ქსელის პრობლემაა. "დოჟდი" წერს, რომ პოლიციამ 350-ზე მეტი ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, რომ მომიტინგეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობას ითხოვენ. კერძოდ, რამენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა. აქციები მოსკოვში უკვე მესამე შაბათია იმართება. წინა აქციის დროს, პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)