|
2019-08-02 17:15:06, 1593 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შენობაში, პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან დასაგამოძიებო მოქმედდებებს ატარებენ. საუბარია იმ შენობაზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. ცნობისთვის, გუშინ „ინტერმედიას“ სათავო ოფისიდან პროკურორებმა დოკუმენტაცია წაიღეს და მისი შესწავლა დაიწყეს. გარდა ამისა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას გამოიკითხა. გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წარიმართა. გვარამია სასამართლოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან პროკურატურაში გამოკიხვაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)