|
2019-08-02 15:31:30, 1495 ნახვა
კომენტარი
კობალაძე აგვისტოს ომზე: ეს იყო „ამოსუნთქვა“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია
„ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსი და მისი მოსახლეობის, ეს იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფის და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გამოდის იმ პერიოდის მაღალჩინოსანი და გვეუბნება, რომ ეს იყო ამოსუნთქვა საქართველოსთვის, რაც ცოტა არ იყოს, ჩვენ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო ამოსუნთქვა არა საქართველოსი და მისი მოსახლეობის, არამედ იყო ამოსუნთქვა გარკვეული პოლიტიკური სპექტრის და ჯგუფის. დანარჩენი არც ამოსუნთქვაში და არც შემდგომ პროცესებში ამას საინტერესო და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია. ჩვენ რეალურად ვდგევართ გამოწვევის წინაშე, რომელიც სათანადო რეაგირების ქვეშ უნდა მოვაქციოთ და ჩვენი უდიდესი ხედვა და სწრაფვა იმის, რომ ეს ქვეყანა იყოს ერთიანი და ძლიერი. მე აღარ ვსაუბრობ სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე იმ დანაკარგებზე და სახელმწიფო ინტერესების იმ უგულებელყოფაზე , რომელიც ჩვენს წინაშე კვლავ გამოწვევების სახით რჩება, იმ პროცესებიდან გამომდინარე. არც სამართლებრივ იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ იმ პერიოდში მოვხვდით“ - განაცხადა კობალაძემ. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არ შეფასდა ის რისკ-ფაქტორები, რომლითაც უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან. “ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ თემების გაუბრალოებას, ეს არის თითოეული ადამიანის ტრაგედიაზე აწყობილი და ცხოვრების არსი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში იწვევს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას. ისტერიკის დონეზე ამ თემის აყვანა ფაქტობრივად ემსახურებოდა იმას, რა შედეგებიც მივიღეთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
(NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)