04:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 15:29:12, 1173 ნახვა

საზოგადოება
აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, პროექტი ძალიან ბევრ  ნაგებობას მოიცავს. მამუკა ბახტაძის თქმით,  გაკეთდება 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ  ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics