|
2019-08-02 15:00:17, 1825 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ფრენების სუბსიდირებაზე: რუსეთში მცხოვრები ქართველები ზაფხულში ჩამოსვლას აპირებენ - ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ
"ყველაზე ნაკლები, იყო ტურისტული კომპონენტი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთიდან და საქართველოდან ერევნის გავლით ფრენების სუბსიდირების შესახებ განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რომ სუბსიდიების დაწესების მთავარი მიზანი რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში ჩამოსვლის ხელშეწყობაა. „მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივაზე. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს, დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები, იყო ტურისტული კომპონენტი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და გაატაროს ზაფხული თავის ოჯახთან, შვილშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ გვერდში გამოვუდგეთ, მით უმეტეს, როცა ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არსებობს. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ ვართ ვალდებულები რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს. სამწუხაროდ, ნებისმიერ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას, ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, რომ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფის შედეგია ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება ამაში ნამდვილად არ იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა. ამასთან, რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)