|
2019-08-02 11:34:27, 1299 ნახვა
სამართალი
პროკურორი: გამოძიება R2-ის ყოფილი 9%-იანი წილის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს სალიას განცხადებები დაერთო
"გამოძიება „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო, საქმეს დაერთო მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადებები", - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურორის მტკიცებით გამოძიება აღნიშნულ საქმესთან საკავშირებით ობიექტურად და მიუკერძოებლად წარიმართება. „გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხმების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე და ქონების თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით გადამავლის ფაქტებზე. აღნიშნულის ფარგლებში დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მოგეხსენებათ, მან უარი თქვა გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს. ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი 9 %-იანი წილის მესაკუთრის ინტერესებსი დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ამავე დროს საქმეს დაერთო განცხადებები მოქმედი გენერალური დირექტორის. დოკუმენტებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე და აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუ რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას, ბუნებრივია, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ვერ განვაცხადებ. გიდასტურებთ არსებობს ორი განცხადება, ორი სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს რა სახის კითხვები უნდა იყოს დასმული, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ პასუხებს“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)