03:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 10:10:50, 1181 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამია დღეს სასამართლოში გამოიკითხება

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

იგი „რუსთავი 2“-ის დიდი ოდენობით თანხების მითვების და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა გვარმიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

შესაბამისად, სასამართლოში მისი გამოკითხვა დღეს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics