02:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 09:13:06, 1129 ნახვა

საზოგადოება
სტატისტიკის გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია "ასოციაცია ბროწეული" ეხმიანება ინფექციური პათოლოგიების შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს, რის მიხედვითაც,  ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სტატისტიკური მონაცემების არაგეგმიური გავრცელება მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას და აივ/შიდსის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებას, რაც წარმოადგენს სტატისტიკით მანიპულირების მავნე პრაქტიკას. 

"დღეის მდგომარეობით აივ დადებით პირთა 52%-მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა კი შიდსის სტადიაზე დგება. რაც უფასო ეფექტიანი მკურნალობის არსებობის ფონზე სამწუხარო მოცემულობაა და მიანიშნებს პრევენციული პროგრამების ხარვეზებზე. 

მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებული პირები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს და მედიის მხრიდან სტატისტიკური მონაცემების იმგვარი გავრცელება თითქოს აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, ქმნის სურათს თითქოს გამოვლენილი ახალი შემთხვევები საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. იმ ფონზეც კი როცა ახალგამოვლენილი შემთხვევები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობა აივ/შიდსის მკურნალობის სისტემაში არსებული ბარიერების გამო შეწყვიტა 8% დან 10 % აივ ინფიცირებულმა პირმა რაც საგანგაშო მოცემულობაა. ამგვარი მონაცემების არსებობის ფონზეც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს მკურნალობაზე დამყოლობის ეფექტიანი პროგრამები. ყოველი მეათე აივ დადებითი პირი კი მზადაა მოკვდეს.

ასოციაცია ბროწეული მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს იქონიონ რეაგირება და გაუწიონ მეთვალყურეობა მაღალი სტიგმის მქონე დაავადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელებას და მის პერიოდულობას რაც სათანადო აუცილებლობის არ არსებობის ფონზე ქმნის მაღალ რისკს მოსახლეობაში მცდარი წარმოდგენების შექმნის და იძლევა ინტერპრეტირების საშუალებებს. " - ნათქამია გავრცელებულ განცხადეაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics