|
2019-08-01 19:30:26, 1378 ნახვა
კომენტარი
სალია: რატომ თვლით, რომ დვალისა და აქიმიძისთვის 50%-ის გადაცემა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება?
„მე ვერ ვხვდები, რატომ თვლით, რომ მათთვის [დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის] 50%-ის გადაცემა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სალიამ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში მისი ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემდეგ არავინ ჩარეულა. „კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომ საუბრები ძალიან ბევრია. ჩემი პასუხი არის, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობს, ისე როგორც მუშაობდა. ჟურნალისტებს, თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში ხელს არავინ არ უშლის და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მათ მისცა. მე ისიც ვთქვი, რომ თუ ვინმესგან რამე მითითებას მიიღებენ ჩემი გვერდის ავლით, ამაზეც უნდა თქვან და ყველზე ძლიერი და მძლავრი იარაღი გაქვთ ხელში, კამერა და მიკროფონი, მე ვერ დაგასწრებთ თქვენ კამერასთან და მიკროფონთან მისვლას, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ, რომ რაღაც ხდება და ეს ერთ დღეში მოგეხსენებათ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ შორის, ეს გარანტიები იქნება საბოლოოდ ის ჩამოყალიბებული ნდობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდება. ამიტომ, 50%-ის კონტროლი, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. ძალიან დიდი ბოდიში, დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას "რუსთავი 2-ის", ამ შემთხვევაში, სად არის ლოგიკა ამ შეკითხვასა და მის განცხადებას შორის. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა, რომ სხვანაირი უნდა იყოს არხი. ჩვენც იგივეს ვამბობთ, რომ კრიტიკული უნდა იყოს, მაქსიმალურად კრიტიკული უნდა იყოს და ყველა აზრი უნდა ისმოდეს ამ არხზე. საზოგადოებრივი განწყობების, საზოგადოების აზრის გამომხატველი უნდა იყოს ეს ტელევიზია“, - აცხადებს პაატა სალია.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)