14:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 10:28:20, 598 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა დაიწყო

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯნდაცვის ცენტრმა C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა თანაგადახდის უზრუნველყოფა დაიწყო.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაუფინანსდებათ 70%-ი, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა” ქვეპროგრამის ფარგლებში – 30%-ით.

სხვა მოსარგებლეს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დიაგნოსტიკა დაუფინანსდებათ 30%-ით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა” ქვეპროგრამის ფარგლებში კი – 60%-ით. პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს მხოლოდ 10%-ს.

ღონისძიების – ,,C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა“, მოსარგებლეებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში), გარდა ქალაქ ბათუმისა.

ღონისძიებით გათვალიწინებული მომსახურება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით, რომელსაც გასცემს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში” ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში წარსადგენად.

სამედიცინო ვაუჩერის ფორმას, გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ღონისძიების – ,,C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკი“–ს ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე მომართა 70–მა ბენეფიციარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics