|
2019-08-01 10:49:05, 1045 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი
გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს რამეს აბრალებს, თუმცა ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება ხოლმე, - ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „ჩვენ შემთხევაში ეს სცენარი გათამაშდა და ამის შედეგებს ვიმკით, ყველა ეს საუბრები რა შუაშია 20 ივნისი? შუაში კი არ არის, ეს არის მთავარი წყარო. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოვლენა, რასაკვირველია, გადაეცემა ეკონომიკას. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს აბრალებს. იცით რაშია საქმე ვიღაცეების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება მაინც, მაგას არავინ არ გაურბის, თუმცა ფაქტია" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მიმდინარე პროცესებში მან ხაზი გაუსვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. „ჩვენ თუ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და ზოგადად, მოსახლეობა, რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია და პოლიტიკური არასტაბილურობა. რეგიონის კონტექსტში ჩვენ გამოვიყურებით საკმაოდ ჯანსაღად. ეს არ ნიშნავს და არ მინდა, რომ ვინმემ არასწორად გაიგოს, რომ ეკონომიკურად გაბრწყინებული ვართ და მივედით იქ, სადაც გვინდა, მაგრამ რა კონტექსტშიც ვართ, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს მთავარი სავაჭრო ურთიერთობები, საკმაოდ ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამერწმუნეთ, ეს უბრალოდ ფაქტია და არა იმიტომ, რომ ან მე ვამბობ ამას ან რომელიმე სხვა მინისტრი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)