01:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 12:26:20, 738 ნახვა

საზოგადოება
თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ შეიმუშავებს

თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა, რომელმაც პარკის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს, - ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული.

„თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხევი მოიცავს, დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებული პროექტი,   მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ამასთან, კახა კალაძე დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის  პროექტსაც  შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია უკვე რამდენიმე დღეში გამოვლინდება  და ახალი  საქალაქო პარკის მშენებლობაც უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics