2019-07-30 16:10:36, 1002 ნახვა
საზოგადოება
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან შესახვედრად მივიდნენ
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან შეხვედრაზე მივიდნენ.
როგორც მათ განაცხადეს, ჯერჯერობით უნობია თუ რაზე იქნება საუბარი შეხვედრის დროს.
"ძალიან გამიძნელდება რაიმე პროგნოზის გაკეთება. მინდა წინასწარ შეგამზადოთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაძლოა არანაირი პასუხი არ გამოვიტანოთ. მოვუსმენთ ბატონ ხალვაშს", - განცხადა დავით დვალმა.
ჯარჯი აქიმიჯეს თავის მხრივ სურვილი აქვს, რომ რაიმე შემოთავაზების შემთხვევაში ქიბარ ხალვაშმა ან მისმა წარმომადგენელმა ბრიფინგი ჩაატარონ და ამ შეთავაზების შესახებ განცხადება თავად გააკეთონ.
"ჯერ არ ვიცით რაზე შეიძლება იყოს საუბარი. ვნახოთ რას გვეტყვიან", - დასძინა აქიმიძემ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან