|
2019-07-30 14:11:24, 3197 ნახვა
მსოფლიო
კვლევა: რუსეთის მოსახლეობის 38%-ს არ უნდა, 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი იხილოს
რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 38%-ს არ უნდა, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ვლადიმერ პუტინი იყოს, - ამის შესახებ კვლევა "ლევადა ცენტრმა" ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ კითხვის რეკორდუნილი მაჩვენებლები 2013 და 2014 წლებში დაფიქსირდა. კერძოდ, 2013 წელს ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად 40% -ს არ უნდოდა, ხოლო 2014-ში ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. გამოკითხულთა 54% სურს, რომ 2024 წელს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ისევ კრემლში დარჩეს. რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც პუტინის პრეზიდენტობა 67%-ს უნდოდა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად 2018 წელს მეოთხე ვადით აირჩიეს. მოქმედი კონსტიტუციით, ვლადიმერ პუტინს არ ავს უფლება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მანამდე ის 2012 წელს იყო არჩეული, იქამდე კი, კონსტიტუციის პირობების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, მანამდე სოცოლოგიურმა ცენტრმა "ВЦИОМ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)