01:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 13:25:27, 1042 ნახვა

საზოგადოება
WIZZ AIR მგზავრებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს

 

აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის - ამ მოწოდებას WIZZ AIR-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.

ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან. WIZZ AIR-ის ყველა მგზავრი, რომელიც აღნიშნული 7 ქვეყნიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოპულარიზაციას ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გააგრძელებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უმსხვილესი ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდე მივიტანოთ ინფორმაცია დაისვენონ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში. ამ შემთხვევაში რეგიონის რეკლამას ეცნობა ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენის ან გამოფრენის მიმართულება უკრიანასთან ერთად ჩვენი სამიზნე ევროპული ქვეყნებია.  ჯამში, კი ეს ციფრი მინიმუმ 2,5 მილიონ მგზავრს ითვალისწინებს. აჭარის პოპულარიზაცია ასევე, დავიწყეთ  National Geographic-ზე, სადაც წელს პირველად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა.  პარალელურად  ვმასპინძლობთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალიტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებენ. აჭარის რეკლამას ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ცნობადობა მაღალია და შესაძლებელია პოტენციური ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics