10:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 18:47:55, 1490 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს

„ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით,  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რომც დაკმაყოფილდეს, ის მომგებიან პოზიციაში მაინც არ იქნება.

„მათი დამოკიდებულებაა – მერე რა, შეტევა იყო; მერე რა, შტურმი იყო; მერე რა, დესტაბილიზაცია იყო; მერე რა, ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე სერიოზული დარტყმა იყო; მერე რა, რა მოხდა, თუ ტურისტი არ ჩამოვა, რუსი იქნება თუ იაპონელი; ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც გამოხატავს ოპონენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შევაფასებდი, რადგან პოლიტიკოსები ამ თემაში რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით, მით უკეთესია. ზოგს სწამს და ზოგს არა იმის, რაც მოისმინა. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუ ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არგუმენტები გააჩნია და ხელმოწერების ნამდვილობას ამტკიცებს, ეს სხვა თემაა, რასაც თავისი განხილვა ექნება. თუ ვერ ამტკიცებს, ეს თაღლითობის სხვანაირი ფორმაა. არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, ირაკლი ოქრუაშვილისთვის რაიმე პოზიტიური პერსპექტივა იკვეთებოდეს. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics