00:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 11:50:12, 1314 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმა. 

„მაქვს პატივი მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს - თიბისი ბანკსა და EBRD-ს.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„მოხარულები ვართ, რომ თეგეტა ჯგუფის დამსახურებით დღეს სწორედ აჭარაში შევიკრიბეთ. აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ამ რეგიონში, ჯამურად ჩვენი პორტფელი შეადგენს 460 მილიონ ლარს, ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე გაცემული დაფინანსება 72%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფის განხორციელებული ინვესტიცია ნამდვილად სამაგალითოა და გვეამაყება რომ ერთად ვავითარებთ ეკონომიკას მთელი საქართველოს მასშტაბით“. -განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

ახალ ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია. 
ღონისძიების ნაწილი ასევე იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

თეგეტა ჯგუფისა და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს თიბისი კაპიტალის დახმარებით თეგეტამ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა,რაც 2019 წლის ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics