|
2019-07-27 15:52:33, 4371 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში, აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს - პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა [ვიდეო]
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მერიის შენობასთან თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქიაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი აკავებენ მათ შორის ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის ტელეფონით გადაღებას ცდილობენ. მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტებიც გამოიყენა. მომიტინგეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობას ითხოვენ. კერძოდ, რამდენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა. ადგილზე თავად მოხსნილი კანდიდატებიც იმყოფებიან. ეს უკვე მეორე აქციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)