00:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 13:33:36, 2451 ნახვა

საზოგადოება
National Geographic-ის მკვლევარის ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

20-21 ივნისის საქმეზე National Geographic-ის დაკავებული მკვლევარის  ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ. 

ისინი აცხადებენ, რომ ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობს. მხარდამჭერების ნაწილი ლორთქიფანიძეს თავდებშიც უდგება. 

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, სასამართლო პროცესზე პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებს. ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა, 2015 წელს დატბორილი ზოოპარკის სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა და ცხოველების გადარჩენა, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილი და ა.შ. ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე და კეთილსინდისიერი ადამიანი. გვჯერა, რომ არანაირი საფუძველი და საჭიროება არ არსებობს, რომ სასამართლომ მას უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს“, - ნათქვამია პეტიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძე. ის ჯგუფური ძალადობირ ბრალდებითაა დაკავებული. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics