14:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 12:07:46, 4221 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებია - არის მსხვერპლი

ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება, რის შედეგადაც ერთი პალესტინელი დაიღუპა, 40 კი, დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ პალესტინელები მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ, რის გამოც მათ საპასუხო ზომების მიღება მოუწიათ. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ ყველა ზომა კანონიერი იყო. 

მედიის ცნობით, შეტაკებების დროს დაზიანდა სამხედრო ავტომობილი, თუმცა ჯარისკაცები ამ დროს არ დაშავებულან. 

ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია. მას შემდეგ, საზღვარზე, ყოველ პარასკევს "დაბრუნების მარშის" ფარგლებში აქცია იმართება. აქციების დროს ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები იწყება. 4 თვის განმავლობაში ამ შეტაკებების გამო ღაზას სექტორში 307 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics