|
2019-07-27 11:56:52, 4262 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს შეუძლია, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მილიარდი გამოიყენოს
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ინიციატივას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მილიარდი დოლარის გამოყენება შეუძლია. მედიის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება 5-მა მოსამართლემ მიიღო, 4 კი, წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, კონსერვატორული ხედვებით გამოირჩევიან. შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. თებერვლის შუა რიცხვებში თეთრი სახლის პრეზიდენტმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)